ბრალდებული მწყემსის დედა: ჩემი შვილი უდანაშაულოა ბრალდებული მწყემსის დედა: ჩემი შვილი უდანაშაულოა />


  14:15:40     27-08-2018

ბრალდებული მწყემსის დედა: ჩემი შვილი უდანაშაულოა

a81753.png

ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, - განაცხადა ჟურნალისტებთან სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის დედამ, მარინა მარტიაშვილმა.

მარტიაშვილი მისი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

"თუ მართალია პროკურატურა, რატომ გააქრეს 8 ივლისს, 112-ში განხორციელებული ზარები? 112-ში ვრეკავდით, როდესაც ჩემ შვილს ვეძებდით. დარწმუნებული ვარ იგი უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა",- განაცხადა მარტიაშვილმა.

კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. კობაურის საქმის განხილვა დაიხურა.

როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განმარტა, ვინაიდან საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, საქმის განხილვა უნდა დახურულიყო.

ცნობისთვის, 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
0

ავტორი: