ტატუნაშვილის მამა: დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე ტატუნაშვილის მამა: დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე />


  13:42:02     22-08-2018

ტატუნაშვილის მამა: დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე

a81659.jpg

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან. ამის შესახებ ტატუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

„მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. ალბათ მოვა ეს დრო. ეს არის ჩემი ნატვრა. დღე და ღამე ამას ვფიქრობ, რომ ისინი ვიხილო განსასჯელის სკამზე"-განაცხადა ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.


0

ავტორი: