ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მე-13 ბატალიონში მსახურობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია 23 წლის ახალწვეული, რომელიც უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.
შემთხვევა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს მოხდა. ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული.
ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
ავტორი: