პურის სოუსი პურის სოუსი />


  10:29:33     16-06-2011

პურის სოუსი

a7034.jpg

მასალა:

ნახევარი ლიტრი რძე

1 დიდი თავი ხახვი

2 ცალი მიხაკი

ცოტა მუსკატის კაკალი

60 გრამი ახალი თეთრი პურის ნამცეცები

1 არასრული სუფრის კოვზი კარაქი

1 ჩაის კოვზი ნაღები

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

პილპილი

წამოვადუღოთ რძე და მასში მოვათავსოთ მიხაკშეზელილი ხახვი და მუსკატის კაკალი. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. დავამატოთ პურის ნამცეცები, მარილი, პილპილი და ნახევარი პორცია კარაქი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და ავთქვიფოთ ჩანგლით. ვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ ამოვიღოთ ხახვის თავი, დავამატოთ დარჩენილი კარაქი და ნაღები. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. ინგლისში ამ სოუსს ხორცთან ერთად მიირთმევენ.

0

ავტორი: