10:08:06     17-08-2018
სამართალდამცველებმა ყაზბეგში ხელყუმბარა იპოვეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
„აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა“, - აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
0