10:27:19     16-06-2011
უნიკალური პერგამონის მუზეუმი
პერგამონის მუზეუმი ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე. მისი შექმნა დაიგეგმა ალფრედ მესელისა და ლუდვიგ ჰოფმანის მიერ და მშენებლობა 1910-1930 წლებში განხორციელდა. მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.
პერგამონის მუზეუმი სასტიკად დაზიანდა ბერლინზე საჰაერო თავდასხმის დროს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. ექსპონატების დიდი ნაწილი გადანახულ იქნა, ხოლო უძრავი ობიექტები კი კედელში ჩაიტანეს, ყველა დანარჩენი ნიმუში 1945 წელს, წითელი არმიის შემოსვლის დროს გაიტანეს იოსებ სტალინის გამარჯვების მუზეუმისთვის.
გატანილი სიმდიდრის ნაწილი 1958 წელს დააბრუნეს აღმოსავლეთ გერმანიაში. კოლექციის ერთი ნაწილი დღესაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ინახება.
0