შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
„მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს.
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ა.ჯ.-ს საფრანგეთის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
0
ავტორი: