თუშეთში ნასოფლარ აგეურთას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა თუშეთში ნასოფლარ აგეურთას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა />


  14:02:31     14-08-2018

თუშეთში ნასოფლარ აგეურთას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

a81502.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ აგეურთას და ასევე ცხრა ციხე-სოფელსა და ნასოფლარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

ნასოფლარი განლაგებულია საშუალო დახრილობის მთის კალთაზე, შედგება ოციოდე საცხოვრებელი კოშკისგან, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. ნასოფლარს შუაზე კვეთს სამანქანო გზა. კოშკების საშენი მასალა ერთგვარია _ ფიქალი. წყობა მშრალია. ზოგიერთ კოშკში ნალესობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

კოშკებიდან მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე შემორჩენილია მხოლოდ ოთხი კოშკი. ერთ-ერთი მათგანის კედლები ექვსი სართულის სიმაღლეზე დგას, თუმცა, ისინიც იმდენადაა დაზიანებული, რომ ნგრევის პირას არიან მისული. ოთხივე კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა.
0

ავტორი: