წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაღმართზე დაგორდა, მძღოლმა გადახტომა შეძლო, თუმცა მას ტრაქტორმა გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაღუპული ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
0
ავტორი: