მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა დააკავეს მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა დააკავეს />


  12:15:15     13-08-2018

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა დააკავეს

a81455.jpg

შსს-ს ინფორმაციით, მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაკავებულია. 

უწყების ცნობით, ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.

ამირან დევნოზაშვილის დაკავება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. 
0

ავტორი: