ხულოში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი ხულოში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი />


  09:38:43     13-08-2018

ხულოში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი

a81449.jpg

ხულოს რაიონში მეზობელი ქალის დაჭრის გამო დაკავებულ მამაკაცს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

50 წლის გურამ აბულაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

31 წლის ქალს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ამ დრომდე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თავდასხმის მიზეზად დაკავებულის მიერ ქალბატონის მობილური ტელეფონის ქურდობის მცდელობა სახელდება. 0

ავტორი: