6 თვის ტყუპების ცემაში ბრალდებული: პირველი შემთხვევაა და გთხოვთ გაითვალიწინოთ (ვიდეო)
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 6 თვის ტყუპის ცემაში ბრალდებული ძიძა პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ და ძიძა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ.
თბილისში, ერთ- ერთ ოჯახში ძიძა 6 თვის ტყუპს სისტემატურად სცემდა. მას შემდეგ, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, ოთახში სათვალთვალო კამერა დააყენეს. ეჭვი გამართლდა და ოჯახის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ უსწორდებოდა ქალი ბავშვებს.