„საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალდებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულებს იურიდიული დახმარებით თავად კომპანია „საქნახშირი“ უზრუნველყოფს.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.
0
ავტორი: