10:18:50     07-08-2018
სოფელ კოლხიდაში თანასოფლელმა 40 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა
მკვლელობა სოფელ კოლხიდაში მოხდა, არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები თანასოფლელმა მიაყენა.
მამაკაცს ჭრილობები კისრისა და გულ-მკერდის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ცხედარი გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.სოფელ კოლხიდაში მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ.პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ის მოკლულის თანასოფლელი, 55 წლის წლამდე ასაკის მამაკაცია.
0
ავტორი:
მკვლელობა სოფელ კოლხიდაში მოხდა, არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები თანასოფლელმა მიაყენა.
მამაკაცს ჭრილობები კისრისა და გულ-მკერდის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ცხედარი გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
სოფელ კოლხიდაში მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ის მოკლულის თანასოფლელი, 55 წლის წლამდე ასაკის მამაკაცია.