09:47:08     07-08-2018
გორში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
25 წლის მამაკაცს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან ესროლა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ მიიჩნევენ.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0