მინდელის შახტში 6 მუშის დაღუპვის გამო შახტის დირექტორი და 5 თანამშრომელი დააკავეს მინდელის შახტში 6 მუშის დაღუპვის გამო შახტის დირექტორი და 5 თანამშრომელი დააკავეს />


  23:47:53     06-08-2018

მინდელის შახტში 6 მუშის დაღუპვის გამო შახტის დირექტორი და 5 თანამშრომელი დააკავეს

a81297.jpg

5 აპრილს მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახშირის 6 თანამრომელია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია მინდელის შახტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი, შახტის მენეჯერი, N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე, უფროსის თანაშემწე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხდებაში წერია, რომ დაკავებულებმა დაარღვიეს ნახშირის შახტების უსაფთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები:

"მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება", - წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 
0

ავტორი: