10:39:19     15-06-2011
გინესის რეკორდსმენი “ხელოვნების ქალღმერთი”
ლატა მანგეშკარი 1929 წელს, მადჰია-პრადეშში, ინდოეთში დაიბადა. გამოჩენილი ინდოელი მომღერალი ქალი, რომელმაც დღემდე 20 ათასზე მეტი სიმღერა შეასრულა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ლატამ, მიუხედავად პოპ მუსიკაში მოღვაწეობისა, ერთადერთმა მიიღო ინდოეთის კლასიკური შემოქმედებისთვის უზენაესი ჯილდო.
ლატა მანგეშკარმა სიმღერები შეასრულა თითქმის ყველა ფილმში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ინდოეთიდან შემოდიოდა. სამშობლოში იგი აღიარებულია, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ვოკალისტი, “მელოდიის დედოფალი”. ინდუიზმის მიმდევრებისთვის ლატა მანგეშკარი ხელოვნების ქალღმერთ სარასვატის განსახიერებაა.
0