10:36:33     15-06-2011
სამხრეთ კორეა ჩინეთთან ომისთვის ემზადება?
სამხრეთ კორეის შეიარღებულმა ძალებმა, ყვითელი ზღვის ორ კუნძულზე, 130 მილიმეტრიანი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Kuryong განალაგეს. მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავარაუდო შემოტევისაგან თავდაცვაა.
სისტემა პენიონდოს და იონპხიონდოს კუნძულებზე განთავსდა. მისი მოქმედების მანძილი 23-დან 36 კილომეტრამდეა. კორეელები მიიჩნევენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეს მათ შესაძლებლობებს საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად, მნიშვნელოვნად გაზრდის.
მდგომარეობა რეგიონში უკანასკნელ თვეებში გაუარესდა. 23 ნოემბერს, იონპხიონდოს რაიონში, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სადავო საზღვარი გადის, მსხვილი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. შედეგად, ორი სამხრეთ კორეელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 17 დაიჭრა. მას შემდეგ, ვითარება დღემდე დაძაბული რჩება.
0