ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა. შემთხვევა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეში მოხდა, სადაც მამაკაცი სატვირთო მანქანა ,,გაზ-66″- ით შეშის დასამზადებლად იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის კახეთის სამმართველოს მაშველები გაემგზავრნენ.
როგორც პირველ არხს ადგილობრივმა, კოტე რაზაშვილმა უთხრა, 35 წლამდე მამაკაცი ზემო ხოდაშენის მკვიდრია და შეშის დამზადებით არის დაკავებული.
„შეშას ამზადებდა და ყიდდა. სადაც ეს ამბავი მოხდა, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი მისვლა”,-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
მამაკაცს სავარაუდოდ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
0
ავტორი: