ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა />


  18:48:08     31-07-2018

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა

a81159.jpg

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნივთმტკიცებად მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები ამოიღეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული ე.წ. მაინერების საშუალებით ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

შსს-ს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილება გამოძიებას  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.
0

ავტორი: