10:31:12     15-06-2011
ბრინჯის კერძი
მასალა:
1 ჭიქა ბრინჯი
4 ჭიქა წყალი
2 ცალი პამიდორი
2 ცალი კვერცხი
ლანგუსტის ან კიბორჩხალის გაყინული კუდები
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 ცალი ბანანი
2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
2 სუფრის კოვზი მაიონეზი
მარილი, პილპილი
წითელი პილპილი
მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გადავიტანოთ საწურზე, ვაცალოთ გაციება. ლანგუსტის ან კიბორჩხალის მომზადებული კუდები ჩავაწყოთ მცენარეული ზეთის, ლიმონის წვენის, მარილის და პილპილისაგან მომზადებულ მარინადში. ბანანები გავჭრათ სიგრძეზე და მოვაყაროთ წითელი პილპილი. ბრინჯი მოვათავსოთ ჯამში, ოდნავ დავტკეპნოთ და შემდეგ პასქასავით ამოვაბრუნოთ მწვანე სალათის ფოთლებით დაფარულ ლანგარზე. ბრინჯის პასქის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ მასში მაიონეზში არეული ტომატ-პასტა, გავაფორმოთ კიბორჩხალის კუდებით, პამიდორისა და ბანანის ნაჭრებით და ასევე მაგრად მოხარშული კვერცხის ნაჭრებით.
ეს კერძი სუფრაზე, ჩვეულებრივ, ცივი მიაქვთ.
0