რუსულ–ინდური ზებგერითი რაკეტა – „გაისროლე და დაივიწყე!“ რუსულ–ინდური ზებგერითი რაკეტა – „გაისროლე და დაივიწყე!“ />


  00:20:22     15-06-2011

რუსულ–ინდური ზებგერითი რაკეტა – „გაისროლე და დაივიწყე!“

a6969.jpg

რუსეთმა და ინდოეთმა თანამშრომლობის შედეგად შექმნეს ორი სახის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა – საზღვაო და სახმელეთო ბაზირებისთვის.  

ზებგერითი „Brahmos Aerospace Limited”–ის საცდელ ვარიანტს 2011 წლის ბოლოსთვის წყალქვეშ გაუშვებენ. როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, საცდელად რაკეტის წყალქვეშ გაშვება მისი საბაზო კონსტრუქციის გათვალისწინებით გადაწყდა. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ქვეყნები რაკეტის საავიაციო ვარიანტზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ. ამ ტიპის რაკეტების გამოყენება სხვადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე იგეგმება. სინამდვილეში კი საუბარი მოიერიშე თვითმფრინავ, „Су-30 МКИ“–ს აღჭურვაზეა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ სპეციალურად ინდოეთისთვის შექმნა. საავიაციო ვერსიის „ბრამოსის“ პირველი გამოცდა შესაძლოა 2012 წელს ჩატარდეს. 2011 წლის მიწურულს ქვეყნები „Brahmos Aerospace“–ის გაუმჯობესებაზე დაიწყებენ მუშაობას. ახალი „ბრამოს–2“–ის გარკვეული მახასიათებლები კი ცნობილია. იმედოვნებენ, რომ რაკეტა ბგერის სისწრაფეზე ხუთჯერ მეტი სისწრაფის განვითარებას შეძლებს და მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. 

ზებგერითი რაკეტა „ბრამოსი“, რომელიც რუსული რაკეტა „Яхонт“–ის ბაზაზეა აგებული, ბგერის სისწრაფეს 2,5–2,8–ჯერ აჭარბებს. ამასთანავე მისი უნივერსალური გამოყენებაა შესაძლებელი. ბრამოსი შეთავსებადია საზღვაო, წყალქვეშა, საჰაერო და სახმელეთო რაკეტებთან. აღნიშნული იარაღის პირველი საცდელი გაშვება 2001 წელს ჩატარდა. 

ზებგერითი რაკეტა „ბრამოსის" მახასიათებლები და უპირატესობები 

საერთო მახასიათებლები: ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის გაშვება შესაძლოა ავტონომიური გამშვები დანადგარიდან, რომელიც ბაზირებულია წყალქვეშა ნავებზე, ხომალდებსა და თვითმფრინავებზე. 

ამ ტიპის რაკეტის გაშვება შესაძლოა როგორც ვერტიკალურ, ასევე დახრილ მდგომარეობაში და იგი 300 კილოგრამ საბრძოლო ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. 

რაკეტის უპირატესობა: ნებისმიერი ტრაექტორიით გაშვების მიუხედავად, მოქმედების დიდი დიაპაზონი. 

ზებგერითი სისწრაფე და ფრენის შემცირებული დრო ხელს უშლის სიჩქარის დაგდებას და სწრაფად აღწევს მიზნამდე. 

მოქმედების პრინციპია: „გაისროლე და დაივიწყე!“

მას ეფექტურად შეუძლია დასძლიოს საზღვაო ხომალდების დამცავი სისტემა.  

რაც შეეხება კონტეინერს, რომელიც ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, იგი რაკეტის შესანახად და მის გასაშვებადაც არის ვარგისი. 

რუსეთი და ინდოეთი ერთობლივ მუშაობას ახალ მოდელზე, „ბრამოს–2“–ზე 5–7 წლის შემდეგ დაასრულებენ. რაც შეეხება ამ ტიპის პირველ რაკეტას, ქვეყნებმა იგი 1998 წელს შექმნეს.

0

ავტორი: