11:18:04     30-07-2018
თელავში 47 წლის მამაკაცი ძმამ დაჭრა
თელავში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, 47 წლის სანდრო თანდილაშვილი ძმამ დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მიზეზად მეზობლები ძმებს შორის ქონებრივ დავას ასახელებენ.
თანდილაშვილს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, დაჭრილი მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადის.მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0
ავტორი:
თელავში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, 47 წლის სანდრო თანდილაშვილი ძმამ დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მიზეზად მეზობლები ძმებს შორის ქონებრივ დავას ასახელებენ.
თანდილაშვილს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, დაჭრილი მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადის.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.