ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ქურდობაში სდებენ ბრალს ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ქურდობაში სდებენ ბრალს />


  05:08:32     29-07-2018

ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ქურდობაში სდებენ ბრალს

a81085.jpg

ავღანეთში დისლოცირებული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

საქმე ეხება ბაგრამის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. ქართველ სამხედროებს ქურდობაში სდებენ ბრალს.

"რუსთავი 2"- ის წყაროს ცნობით, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ნივთები მოიპარეს, რომელიც შემდეგ, ჩხრეკის დროს, მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ბაზის ტერიტორიიდან იყო გატანილი და ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცები მსგავს დანაშაულში ამხილეს, თუმცა, ამჯერად ნატო-ს ბაზის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების სამაგალითო დასჯის გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება დაიწყო.

ჯარისკაცები გამოკითხვაზე ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გადაიყვანა.

იმ შემთხვევაში, თუ სამხედროებს ბრალი დაუდასტურდებათ, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში დააბრუნებენ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
0

ავტორი: