ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს />


  11:38:01     26-07-2018

ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

a81055.jpg

ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ისინი ბასკეთში, ქალაქ ვიტორიაში, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მაშინ აიყვანეს, როდესაც სხვადასხვა ბინის კარის გაღებას ცდილობდნენ.

ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ, უცნობებმა გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაკავება მაინც შეძლეს.

ჩხრეკისას მათ კარის საკეტის გასახსნელად საჭირო მოწყობილობები აღმოაჩნდათ.

სამიდან ერთ-ერთს კატალონიაში ბინის გაქურდვისთვის ეძებდნენ. ის ციხეშია გადაყვანილი. დანარჩენი ორი კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 0

ავტორი: