10:11:57     25-07-2018
თაღლითობისთვის აშშ-ში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალი თაღლითობაში ედებათ.
ნიუ-იორკის შტატის პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ მრავალმილიონიანი თაღლითური სქემა გამოააშკარავა, რომელშიც 25 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი. ისინი ინტერნეტ აუქციონებზე მანქანების გამყიდველებად ასაღებდნენ თავს და ფიქტიური კომპანიების საშუალებით დაზარალებულებისგან არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ თანხას იღებდნენ. მოტყუებით მათ 4 მილიონ დოლარზე მეტის მოპოვება და თანხის უცხოეთში გადარიცხვა შეძლეს.
0