18:23:56     24-07-2018
თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს
გუშინ გვიან ღამით თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს.
მისი მეგობრის ინფორმაციით, ქალს თავს სამი უცნობი მამაკაცი დაესხა.
"ნაცემია კიდევ ერთი ტრანსგენდერი, სახელად ამანდა. რა ჯანდაბა ხდება ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში? სამ ჯარისკაცს უცემია ქალი. ექიმებს გამოუვლენიათ ტრანსფობია. ყველა დასასჯელია, ყველა. ექიმს უნდა დაატოვებინონ პრაქტიკა, ჯარისკაცები სისხლის სამართლით - ციხეში. ეშმაკების შაბაშია ამ გათახსირებულ ქვეყანაში", - წერს სოციალურ ქსელში ტრანსგედერი ქალის მეგობარი.
ტრანსგენდერი ქალის კიდევ ერთი მეგობარი წერს, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ამანდა „ნიუ-ჰოსპიტალში" გადაიყვანა, სადაც ექიმი მათ მიმართ ტრანსფობიურად იყო განწყობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხვაზეა დაბარებული ორივე მხარე და დანიშნულია ექსპერტიზა.
0