10:57:46     20-07-2018
სტამბოლში თარხან ბათირაშვილის ცოლი და შვილები დააკავეს
სტამბოლში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ეჭვით დააკავეს ჩეჩენი მაღალჩინოსნის, რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის - ასუ დუდურკაევის ქალიშვილი და თარხან ბათირაშვილის (აბუ ომარ ალ-შიშანი) მეუღლე - სედა. ის გაქცეული იყო სირიაში რამდენიმე წლის წინ. წერს თურქული გაზეთი Daily Sabah-ი.
მისივე ცნობით, ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია სულ ხუთი პირი, რომელთა შორის ორი თარხან ბათირაშვილის შვილია.
ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი 2016 წელს თანამებრძოლებთან ერთად ავიაიერიშების დროს დაიღუპა.
0