14:17:17     18-07-2018
15 წლის ასტრონავტი მარსზე წასასვლელად ემზადება
ალისა კარსონი ( Alyssa Carson) 15 წლის გოგონაა ალაბამას შტატიდან. ის ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტია და მარსზე წასასვლელად ემზადება. პირველად 3 წლის ასაკში დაინტერესდა მარსის თემით.
ზოგადად, მარსზე წასასვლელად შერჩეული ასტრონავტები 28-30 წლის არიან და ყველას დოქტორის ხარისხი აქვს. ისინი გაივლიან სპეციალურ პროგრამას და როცა მზად იქნებიან წასავლელად უკვე 40 წელს იქნებიან მიღწეული. თითოეული ასტრონავტი მზად უნდა იყოს ნებისმიერი დაბრკოლების გადასატანად უცხო პლანეტაზე და ასევე ხანგრძლივი მარტო ცხოვრებისთვის.
ალისა კარსონი ახლა პილოტის მოწმობის მისაღებად ემზადება. ის დიდ დროს უთმობს ბიოლოგიის, ასტრონომიის და გეოლოგიის შესწავლას. აპირებს სწავლის გაგრძელებას კემბრიჯის, სტრასბურგის და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტებში ასტრო-ბიოლოგიის განხრით. ეს განათლება მას მარსის პროგრამის განსახორციელებლად დასჭირდება.
0
ავტორი: