11:01:41     14-06-2011
სალმან რუშდის ახალი გატაცება
ცნობილი გახდა სერიალ “The Next People” – ის გარკვეული დეტალები. სერიალის სცენარის ავტორის, ცნობილი მწერლის, სალმან რუშდის ინფორმაციით, რომელსაც “გარდიანი” ავრცელებს, კინოსურათი პარანოიდული-სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება.
რუშდიმ ასევე აღნიშნა, რომ სერიალის სიუჟეტი ადამიანების გაუჩინარების თემაზე იქნება აგებული. სერიალის ტრანსლაციას ამერიკული საკაბელო არხი “Showtime” განახორციელებს. რუშდი გამოტყდა, რომ მოხიბლა ფილმზე მუშაობამ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეისათვის, ამ ფორმატით, სულ უფრო იშვიათად იღებენ სერიოზულ ნაწარმოებებს.
სერიალის პარალელურად, რუშდი ფილმის გადაღებითაცაა დაკავებული, რომლის სცენარიც რომანის, “შუაღამის შვილების” მიხედვით დაიწერა. ინდური წარმოშობის მწერალს, ამ ნაწარმოებმა მსოფლიო აღიარება და მრავალრიცხოვანი ლიტერატურული პრემიები მოუტანა. ის ასევე “სატანისტური ლექსების” წყალობითაცაა ცნობილი, რომელიც ისლამურმა სამყარომ არაერთგვაროვნად მიიღო. ამ წიგნის შექმნის გამო, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ, რუშდის მკვლელობას საღვრთო საქმე უწოდა.
0