გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.
შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.