ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას სამხარაულის ექსპერტი აძლევს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას სამხარაულის ექსპერტი აძლევს />


  15:25:26     17-07-2018

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას სამხარაულის ექსპერტი აძლევს

a80872.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე კვლავ ბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების გამოკვლევას.

დღევანდელ სხდომაზე 4 მოწმე გამოიკითხება. აქედან ერთი ექსპერტია, ორი გარდაცვლილის მეგობარი და ერთიც, ბრალდებულის.

ამ წუთებში სასამართლოს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, ნინო ოსაძე აძლევს ჩვენებას.

წინა სასამართლო სხდომაზე გამოკითხა ოდოროლოგიური ექსპერტი და ნაცვლიშვილის მეგობარი.
ცნობისთვის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოკლულის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

0

ავტორი: