ლენტეხის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო ლენტეხის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო />


  14:20:24     11-07-2018

ლენტეხის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

a80742.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

რთული რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება შეძლეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდა.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
0

ავტორი: