მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს />


  09:59:54     11-07-2018

მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

a80725.jpg

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

სამართალდამცველები მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

სმიტების ოჯახის წევრთა  მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება.


0

ავტორი: