18:13:53     09-07-2018
გერმანიაში ძარცვასა და ყაჩაღობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ბად-შანდაუს მახლობლად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომლის საბუთების შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას პოლიცია ეძებდა.
ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ბინის ჩრეკისას კი 51 წლის კაცს კიდევ 44 პასპორტი უპოვეს, რომელიც სხვადასხვა სახელზე იყო გაცემული, თუმცა ყველა პასპორტში დაკავებულის ფოტოები იყო ჩაკრული.
სასამართლოზე დაკავებულმა გინება დაიწყო.
დაკავებულ პირს პოლიცია ძარცვისა და ყაჩაღობის 12 ეპიზოდს ედავება. ის გერმანიიდან ოთხჯერ არის გაძევებული, თუმცა მაინც შეძლო ქვეყანაში შესვლა.
0