14:15:09     06-07-2018
ელონ მასკს ტაილანდელი ბავშვების გადასარჩენად გვირაბის გათხრის იდეა აქვს
ბიზნესმენი ელონ მასკი ტაილანდის ხელისუფლებას მღვიმეში გამომწყვდეული ბავშვების გადარჩენაში დახმარებას სთავაზობს.
ტაილანდის მღვიმეში 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის ჩარჩენას მასკი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. ის დარწმუნებულია, რომ ტაილანდის ხელისუფლება ბავშვების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თავად მოხარული იქნება თუ დახმარებას შეძლებს.
მასკი მიიჩნევს, რომ მის ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც თანამედროვე სისტემით მიწაზე სამუშაოებს აწარმოებს, შეუძლია მღვიმე ზემოდან გათხაროს და ბავშვები ისე გამოიყვანოს.
ასევე ბიზნესმენის თქმით, შესაძლოა, გვირაბში ხელოვნური ვიწრო გვირაბის გაყვანაც ღირდეს.
„შეიძლება, ცდად ღირდეს, რომ გავიყვანოთ 1 მეტრის რადიუსის ნეილონის გვირაბი, რთული ადგილებისთვის უფრო ვიწროც შეიძლება. გავიყვანოთ გვირაბი მღვიმის მთელ მანძილზე გასაბერ ციხე-სიმაგრესავით, ეს გვირაბი გამოქვაბულის ფორმას გაიმეორებს“, - წერს მასკი.
მისივე თქმით, მოზარდები გვირაბში უფრო სწრაფად გამოსვლას შეძლებენ, ვიდრე ბუნებრივ პირობებში. თუ ახლა ყვინთვის გარეშეც გამოსვლას 1 საათი სჭირდება, ნეილონის გვირაბით მოზარდები მღვიმიდან თავის დაღწევას 40 წუთშიც შეძლებდნენ.
ტაილანდის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მასკის კომპანია მათ დახმარების შესათავაზებლად უკვე დაუკავშირდა.
0
ავტორი: