საქართველოს პრემიერი მინისტრი ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავიდა საქართველოს პრემიერი მინისტრი ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავიდა />


  13:34:12     06-07-2018

საქართველოს პრემიერი მინისტრი ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

a80620.jpg

საქართველოს პრემიერი მინისტრი ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მამუკა ბახტაძე მაღალმთიან სოფელში არსებულ ვითარებას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა.

ადგილზე შექმნილ ვითარებას მამუკა ბახტაძეს პრემიერის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცნობს.

ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული სისტემების დამონტაჟების მასტაბური პროექტი იწყება.

“ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო.
„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.

ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - აღნიშნა მან.

0

ავტორი: