ტრამპი და პუტინი შეხვედრისას შესაძლოა, სირიიდან ირანის ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი შეხვედრისას შესაძლოა, სირიიდან ირანის ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ />


  11:51:19     06-07-2018

ტრამპი და პუტინი შეხვედრისას შესაძლოა, სირიიდან ირანის ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ

a80615.jpg

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა შეხვედრისას კონკრეტული შეთანხმების მიღწევა შეძლონ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ლიდერთა მოლაპარაკებების მთავარი თემა არჩევნებში ჩარევა და სირიის კონფლიქტი იქნება.

ასევე მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტები სირიიდან ირანის ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკიში შეხვდებიან. მოლაპარაკებები ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთის ლიდერთან შესახვედრად ის ყოველთვის მზად იყო და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაშიც დარწმუნებულია.

0

ავტორი: