ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დახმარებისას მყვინთავი გარდაიცვალა ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დახმარებისას მყვინთავი გარდაიცვალა />


  11:15:43     06-07-2018

ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დახმარებისას მყვინთავი გარდაიცვალა

a80614.jpg

ტაილანდში სამაშველო ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დახმარების დროს მყვინთავი დაიღუპა.

მაშველი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონის ჩატანის მცდელობისას გაიგუდა. გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვებსკი გაუწყლოვნება დაეწყოთ, წყლისა და საკვების უკმარისობის ფონზე კი მათი ევაკუაციისას საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი ტურისტებისთვის ცნობილ მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაიკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვებულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

0

ავტორი: