გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო პროცედურები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
ავტორი: