ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები და 12 დღიანი სამაშველო ოპერაცია ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები და 12 დღიანი სამაშველო ოპერაცია />


  10:43:37     05-07-2018

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები და 12 დღიანი სამაშველო ოპერაცია

a80568.jpg

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტაილანში, 11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულიად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი წყლით დაფარა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფება.

დაკარგულები ორშაბათს, დაკარგვიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.
ტაილანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ მაშველები არ რისკავენ არაფერს, როდესაც წყლით სავსე გამოქვაბულში 12 მცირეწლოვანი ბიჭის და ფეხბურთის მწვრთენლის გადარჩენას ცდილობენ.

გამოქვაბულში ჩარჩენილებმა, მაშველების დახმარებით, 10 დღის მანძილზე პირველად მიიღეს საკვები და სამედიცინო საშუალებები.
მყვინთავები ახლა იმაზე მუშაობენ, თუ როგორ უნდა დაატოვებინონ მათ გამოქვაბული უსაფრთხოდ.

[I=2]

ბავშვები გამოქვაბულში დაკარგვიდან 9 დღის შემდეგ იპოვეს, გამოქვაბულის დატოვება მოულოდნელად მოვარდნილი წყლის ნაკადის გამო არ შეუძლიათ. წყლის ნაკადის მოვარდნა უხვმა ნალექმა გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ნალექი მოვა, არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი სივრცე, რითიც ბავშები ჰაერს იღებენ, წყლით დაიფარება.
ტაილანდის ხელისუფლება ამბობს, რომ ბავშვებმა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მაღალი კალორაჟის საკვებით და მულტივიტამინებით მომარაგდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ წყლით დაუფარავი სივრცე, საიდანაც ბავშვები ჰაერს იღებენ, წყლით შეივსოს.

ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად მის ამოტუმბვას ცდილობს, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ.

[I=3]
უკვე მე-12 დღეა რაც ტაილანდში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ბავშვებს მცირე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოზარდებს დახმარებას სამხედრო ექიმი უწევს. ტაილანდის შეიარაღებული ძალების მეთაურობის გადაწყვეტილებით, ბავშვებთან მუდმივად 2 სამხედრო მყვინთავი დარჩება.

0

ავტორი: