შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია />


  13:43:33     04-07-2018

შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

a80550.jpg

შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს: დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი გადაარჩინეს. 

„გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 
0

ავტორი: