ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის კაცი გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს მშენებარე ობიექტზე დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
0
ავტორი: