10:45:07     13-06-2011
“არლი ბერკის” “პენსიაზე გაშვება” გადაიდო
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ “არლი ბერკის” კლასის ესკადრის ნაღმოსნების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ხომალდების წარმოება 2031 წლამდე გაგრძლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კლასის სამხედრო გემები, აშშ-ის შეიარაღებაში 2070 წლამდე დარჩება.
გარკვეული ხნის წინ, ამერიკელი სამხედროები “არლი ბერკის” კლასის ესკადრის ნაღმოსნების ახალი, “ზუმბალტის” კლასის ხომალდებით ჩავაცვლებას გეგმავდნენ. ამ ტიპის ხომალდების აგება ამ დროისათვის მიმდინარეობს. თითოეული ხომალდის მშენებლობა 4 მილიარდი დოლარი ჯდება. შედარებისთვის, “არლი ბერკის” კლასის ერთი გემის ასაგებად, მხოლოდ მილიარდი დოლარია საჭირო.
0