„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 12,4%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო15%-ით შემცირდა დაშავებულთა რაოდენობა“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არის თემა, სადაც როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს რეფორმების განხორციელების და უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალიან დიდი ინტერესი აქვთ. მინდა, კოლეგებს კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 12,4%-ით შემცირდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, 15%-ით კი შემცირდა დაშავებულთა რაოდენობა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ავტომობილების რაოდენობა წლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. ამ მზარდი ტენდენციის ფონზე, 2010 წლიდან დღემდე პირველად მოხდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დაშავებულთა რაოდენობის მაჩვენებლები შემცირდა. ეს მოხდა პირველად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცვლილებები", – არჩილ თალაკვაძემ.
0
ავტორი: