"ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია საბოლოო არ არის და შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია საბოლოო არ არის და შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს /> "/> " />


  10:56:10     27-06-2018

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია საბოლოო არ არის და შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს

a80342.jpg

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია არ არის საბოლოო, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებიც დაემატოს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განუცხადა. მისი თქმით, არსებითია, რომ სიაში უშუალოდ სისხლის სამართლის დამნაშავები მოხვდნენ და არ შეეხო მათი ოჯახის წევრებს და ნათესავებს.

„ჩვენთვის პრინციპულია, რომ მთავრობამ სიაში, როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობებში ბრალდებული, მსჯავრდებული და თანამონაწილე პირები შეიყვანა. ეს სია არ ეხება არც აფხაზეთში და არც ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას, არც ოჯახებს და არც ნათესავებს. სია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა.

0

ავტორი: