10:10:04     27-06-2018
თეთრიწყაროში მამაკაცი საკუთარ ფერმაში მოკლეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში კაცი საკუთარ ფერმაში სანადირო თოფით მოკლეს. მოკლული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ამავე ფერმაში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
0