14:50:28     26-06-2018
სოფო კილაძე: ადამიანები არ გათავისუფლდებიან სამუშაო ადგილებიდან

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროებში დასაქმებული ადამიანები სამსახურიდან არ გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ სამინისტროების შერწყმაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრს პირადად ჰკითხა, იგეგმება თუ არა, ადამიანების გათავისუფლება ამ მოდელის მიხედვით.
"მისი პასუხი იყო, რომ თითოეული ადამიანი შეინარჩუნებს თავის ადგილს. ფუნქციები შესაძლებელია შეიცვალოს, მაგრამ ადამიანები არ გათავისუფლდებიან სამუშაო ადგილებიდან", - განაცხადა სოფო კილაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
0