მამუკა ბახტაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი მამუკა ბახტაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი />


  12:14:55     26-06-2018

მამუკა ბახტაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი

a80313.jpg

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულებებში.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, სიაში შევიდნენ პირები, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

პრემიერის თქმით, სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას და შესაძლებელია ეს სია გაიზარდოს.

არსებული ინფორმაციით, მასში მოხვდნენ, როგორც ენგურის ხიდთან მოკლული გიგა ოთხოზორიას, ისე ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შედგენისა და მასში შემავალი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ პარლამენტმა მთავრობას რამდენიმე თვის წინ, სპეციალური რეზოლუციით მოუწოდა.

„ჩვენ მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ადამიანები დავიცვათ იმ თვითნებობის და უბედურებისგან, რასაც ყოველდღიურად ოკუპანტი რეჟიმი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პირის მიმართ დადგეს პასუხისმგებლობა,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა სოფიო კილაძემ.

ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველო“. გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისთვის ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. 0

ავტორი: