11:01:47     26-06-2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს კვლავ კახა სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მოსმენით განახლდება.
თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროს ზვიად ფხაკაძეს და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს კახა სირაძეს გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა კომისიის წევრებს მათთან კითხვები კიდევ დარჩათ.
დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ფხაკაძისა და სირაძის მოსმენა, ასევე, მომავალი სხდომების დღის წესრიგის დამტკიცება იგეგმება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 15:00 საათზე განახლდება.
0